ზიგმუნდ ფროიდი ცნობილია, როგორც ფუძემდებელი ფსიქოანალიზისა, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია მედიცინაზე, ფსიქოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე მე-20 საუკუნეში. ფროიდის აზროვნება იმ დროის ადამიანისთვის ნოვატორული იყო და საკმაოდ დიდ რეზონანსს იწვევდა მეცნიერების საზოგადოებაში. მისი თეორიებისადმი ინტერესი ახლაც აქტუალურია.
აქ წარმოდგენილია ფროიდის 25 ლაკონური და საინტერესო ციტატა, რომელიც ჩვენ თავზე ბევრს მოგვიყვება.
- რაც უფრო უნაკლოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონია მის შიგნით..
- ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობდა ქვეცნობიერში.
- ადამიანის გაბედნიერება არ შედიოდა სამყაროს შექმნის გეგმაში.
- ჩვენ მოვდივართ სამყაროში მარტონი და ვტოვებთ მას ეულად.
- ბევრის მოყვარულს ესმის ქალების, ხოლო ერთის მოყვარულმა – შეიცნო სიყვარული.
- ადამიანების უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის მოითხოვს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა მათ აშინებს.
- შუა საუკუნეებში ცოცხლად დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.
- ზოგჯერ სიგარა – ეს უბრალოდ სიგარაა.
- ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომლების გამოც სხვებს დავცინით.
- არაფერია ავადმყოფობაზე და მის იგნორირებაზე ძვირფასი.
- მასა არასდროს გრძნობდა სიმართლის წყურვილს. ისინი ითხოვენ ილუზიებს, რომლების გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ.
- არაფერი გვიჯდება ისე ძვირი ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სიბრიყვე.
- პირველი ადამიანი, რომელმაც ისროლა საგინებელი სიტყვები, ქვების ნაცვლად იყო ცივილიზაციის ფუძემდებელი.
- სიბრიყვის პირველი ნიშანია მორიდების სრული არქონა.
- სიზმარი – ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერისკენ.
- ყველა ადამიანს აქვს სურვილი, რომელსაც არ უმხელს სხვებს და სურვილები, რომლების შესახებ საკუთარ თავსაც არ უტყდება.
- ადამიანი ძალაუნებურად აფასებს იმას, რისი მიღწევაც მისთვის შეუძლებელია.
- ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა შეედაროთ – ეს თქვენ ხართ წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, რომელზეც უკეთესი უნდა იყოთ – ეს ხართ თქვენ დღეს.
- ადამიანი არასდროს ამბობს რამეზე უარს, ის უბრალოდ ცვლის ერთ სიამოვნებას მეორეში.
- თქვენი პიროვნების სიძლიერე გამოითვლება იმ პრობლემის სიდიდით, რომელსაც შეუძლია მწყობრიდან გამოგიყვანოთ.
No comments:
Post a Comment