Wednesday, November 30

დიმიტრი უზნაძე

ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელს დიმიტრი უზნაძეს. ქართველ ფსიქოლოგებს არაერთხელ უთქვამთ: მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, დღითიდღე პროგრესს განიცდის, ზოგიერთი თეორია ძველდება, ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლა, უბრალოდ, ინგრევა, დიმიტრი უზნაძის მოძღვრება და, განსაკუთრებით, დიდი მეცნიერის მიერ ექსპერიმენტულად დადგენილი ეგრეთ წოდებული “განწყობის თეორია” კი კვლავაც მნიშვნელოვან მიღწევად რჩება ფსიქოლოგიის ისტორიაშიო. “უზნაძის ეფექტი” (სწორედ ასეთი სახელწოდება აქვს უზნაძის ექსპერიმენტს უცხოურ ლიტერატურაში) აქტიურად გამოიყენება ხელოვნებაშიც. 

ზიგმუნდ ფროიდის 20 მოკლე თეზისი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი თავის შეცნობაში

ზიგმუნდ ფროიდი ცნობილია, როგორც ფუძემდებელი ფსიქოანალიზისა, რომელმაც დიდი ზეგავლენა იქონია მედიცინაზე, ფსიქოლოგიაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე მე-20 საუკუნეში. ფროიდის აზროვნება იმ დროის ადამიანისთვის ნოვატორული იყო და საკმაოდ დიდ რეზონანსს იწვევდა მეცნიერების საზოგადოებაში. მისი თეორიებისადმი ინტერესი ახლაც აქტუალურია.

Thursday, November 10

რა არის ფსიქოლოგია?

ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება).